ჟენევის დისკუსიების მონაწილეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შორის გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კახაბერ ქემოკლიძემ შეხვედრის მონაწილეებს ჟენევის დისკუსიებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობაზე და ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე მათ მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ ძირითად გამოწვევებზე ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრის მონაწილეებს სუს-ის წარმომადგენელმა განვლილი 6 თვის პერიოდში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში განხილული ძირითადი პრობლემური საკითხები გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები