ავტოავარიას ქვემო ქართლში ორი ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა, დაშავებულია შვიდი ადამიანი

თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 26 კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადმიანი დაიღუპა.
საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, მომხდარის დროს მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი საავადმყოფოში მიყვანისას. არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანი ახალგაზრდა იყო.
დაშავებულია შვიდი ადამიანი.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები