დეპუტატის განცხადებით, ფილმი „მეოთხე საუკუნე“ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გზავნილია

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია მიიჩნევს, რომ ფილმი „მეოთხედი საუკუნე“ სავსეა ფორმულებით, რომლითაც ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ.
ამის შესახებ კაკულიამ „პირველს“ უთხრა.
„ფილმი „მეოთხედი საუკუნე“ შინაარსითა გზავნილებით, ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში უნდა გამოგვადგეს. ფილმში ბევრი მნიშვნელოვანი გზავნილი გაჟღერდა, წარმოთქმული გამონათქვამები პირდაპირ ფორმულას ჰგავდა, რომლითაც ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ. ქვეყანა, რომელიც იცნობს ჩვენს მტრებსა და მეგობრებს გვეუბნება, რომ – მთავარია შეძლოთ თქვენი ღირებულებების ჩამოყალიბება. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომლიც საქართველოს პოლიტიკოსებმა საკუთარ დღის წესრიგად უნდა გახადოს. ჩვენ კონსენსუსის მიღწევა გვიჭირს, თუმცა ჩვენისთანა პატარა ერებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ფილმში იკვეთება პირდაპირი ფორმულა – დიდი მნიშვნელობის ერი, რომ გახდე აუცილებელია საკუთარი ღირებულებები გააცნობიერო. ჩვენ ხშირად ვაზვიადებთ ჩვენს მისწრაფებებს და გამოგვყავს ყოველგვარი ჩარჩოდან. უნდა ჩამოვყალიბდეთ, რომ ჩვენი მიზანია ევროპული ტიპის, ანუ დემოკრატიულ პრინციპებზე აგებული სახელმწიფოს შექმნა. ამის შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი რომელი ინსტრუმენტი მოემსახურება ამ ჩვენს მიზანს? იმ ქვეყნისათვის, სადაც არსებობს ტაბუდადებული თემები ეს ფილმი იყო გარკვეული ტიპის გამოღვიძების საშუალება“, – აღნიშნა კაკულიამ.
ბრიტანეთის ელჩები საქართველოზე: “მეოთხედი საუკუნე” – ამ სახელწოდების ფილმი ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გავიდა. ფილმში დიდი ბრიტანეთის ელჩები საქართველოს წარსულს აფასებენ და ქვეყნის დღევანდელობაზე საუბრობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები