საბურთალოს რაიონის გამგეობამ ანგარიში წარადგინა

საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ 2014-2017 წლების გამგეობის მუშაობის ანგარიში წარადგინა. გამგებლის განცხადებით, ამ დროის განმავლობაში გზის კეთილმოწყობის სამუშაოები  142 მისამართზე  ჩატარდა და აღნიშნულ სამუშაოებზე 11 903 193.13 ლარი დაიხარჯა. სოციალური მომსახურება 41 428 მოქალაქემ მიიღო. საბურთალოს რაიონში კი 53  სკვერი და  50 სპორტული მოედანი მოეწყო.  თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, სხვადასხვა სახის სამუშაო 1235 მისამართზე ჩატარდა, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 10 736 113.48 ლარი დაიხარჯა.

ბექა მიქაუტაძემ გამგეობის მუშაობის გამჭვირვალობასა და მის საქმიანობაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოების ჩართულობაზე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ასოციაციაზე და პროექტზე „მართე შენი ქალაქი“ ისაუბრა. გამგებელი ასევე საბურთალოს  რაიონის გაზიფიცირების საკითხსაც შეეხო.  მისი თქმით, ამ წლების განმავლობაში გაზიფიცირების ცენტრალური ქსელის მოწყობის პრობლება საბურთალოს რაიონში მთლიანად მოგვარდა.

გამგებელმა მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებული პროექტების თაობაზეც ისაუბრა.  მისი განცხადებით, პროექტის  ფარგლებში საბურთალოს რაიონში 8 სკვერი მოეწყო, ასევე ბუკიას ბაღში ელექტრომოწყობილობების დამტენის ფუნქციით აღჭურვილი ახალი სკამი დამონტაჟდა.

ბექა მიქაუტაძე 13 ივნისის სტიქიის  შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებსაც შეეხო და განაცხადა, რომ აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან   4 022 049 ლარი დაიხარჯა.

როგორც  საბურთალოს რაიონის გამგებელმა აღნიშნა, რაიონში არაერთი მნიშველოვანი კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებებიც  გაიმართა.

ანგარიშის წარდგენას  თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი ხუცურაული, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატები ლევან გოგიჩაიშვილი და ნინო გოგუაძე, ასევე სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები