არჩილ თალაკვაძე: ვფიქრობთ, რომ უნდა მოხდეს მეხანძრე-მაშველებისთვის ანაზღაურების ზრდა

ვფიქრობთ, რომ უნდა მოხდეს მეხანძრე-მაშველებისთვის ანაზღაურების ზრდა იმ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რაც საბიუჯეტო რესურსებს აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
რაც შეეხება სამაშველო ტექნიკას, უმრავლესობის ლიდერი მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება მთავრობამ და შსს-მ უნდა მიიღონ.
„შს სამინისტრომ და მეხანძრე-მაშველებმა ძალიან დიდი სამუშაო გაწიეს და დაამტკიცეს, რომ ნამდვილად შეუძლიათ დადგნენ ქვეყნის და მოსახლეობის უსაფრთხოების სადარაჯოზე. ამიტომ, ბუნებრივია, დღის წესრიგში დგება ამ სამსახურის ტექნიკური აღჭურვის გაუმჯობესება, რასაც სჭირდება დამატებითი დაფინანსება. ასევე ვფიქრობთ, რომ უნდა მოხდეს მეხანძრე -მაშველებისთვის ანაზღაურების ზრდა იმ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რაც საბიუჯეტო რესურსებს აქვს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები