ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ132  მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ132 მონაკვეთზე ჩამოსული იყო  მიწა-კლდის  შვავი, რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები