წყალდიდობის გამო, ქუთაისში სკოლებიდან მოსწავლეების ევაკუაცია განხორციელდა (ვიდეო)

ქუთაისის 32-ე და 35-ე სკოლებიდან ბავშვებისა და პედაგოგების ევაკუაცია განხორციელდა.
ვიდეოს სოციალურ ქსელში მოსწავლის ერთ-ერთი მშობელი ავრცელებს.
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში იმერეთის რეგიონიდან 300-მდე შეტყობინებაა შესული. ასევე დატბორილია საცხოვრებელი სახლების ეზოები და სარდაფები,
გადაუღებელი წვიმის შედეგად, მდინარე ოღასკურაც ადიდდა და ქუთაისის დასავლეთ ნაწილი დატბორა, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. შსს-ს სამაშველო ჯგუფები ადგილზე იმყოფებიან და წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები