ფოთში ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია (ფოტოკოლაჟი)

ფოთში, ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია. რამდენიმე უბანს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ფოთის მერის მოადგილის ნიკოლოზ გრიგოლიას განცხადებით, მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რომლებიც საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
„ამ დროის მონაცემებით, ქარს ქალაქისთვის სერიოზული ზიანი არ მიუყენებია. მერიაში შემოსულ ყველა შეტყობინებაზე მყისიერ რეაგირებას ვახდენთ. მიმდინარეობს წაქცეული ხეების გაწმენდითი სამუშაოები. “ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბრიგადები დილიდანვე აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ . ჰიდროგრაფიული სამსახურის ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპირო ზოლში საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადებული”,- აღნიშნა ნიკოლოზ გრიგოლიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები