კახა კალაძე: „წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო“, ასეა მაგათი საქმე

„წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო“, ასეა მაგათი საქმე, – ამ განცხადებით „ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ოპოზიციის იმ ბრალდებებს გამოეხმაურა, რომელიც მმართველი გუნდის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ოპოზიციის კანდიდატებზე ზეწოლას ეხება.
კახა კალაძე მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო გარემო თავისუფალია.
„თქვენ ყველას ხომ გახსოვთ, რა ხდებოდა 2012 წლამდე? თავ-პირის მტვრევა, ხელკეტები, ცოცხები, სამსახურებიდან გამოყრა, დაშანტაჟება, ოჯახის წევრების დაჭერა განსხვავებული აზრის გამო, მე რამეს ხომ არ ვიგონებ? ახლა შევადაროთ, რა ხდება დღეს. ყველა არჩევნებზე, რომელიც 2012 წლის შემდეგ ჩატარდა, ნახეთ რა დასკვნებია დადებული საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. თითოეულ კანდიდატს თავისუფალ გარემოში და თანაბარ პირობებში აქვს შესაძლებლობა, წარმოადგინოს თავისი ხედვა. ზოგი გამოდის და ამბობს, კალაძე ბილბორდებიდან ელაპარაკება მოსახლეობასო. რამდენი შეხვედრა გავმართეთ მოსახლეობასთან, ყველაფერი ხომ შედარებითია, ამოვიღოთ და ვნახოთ, ვინ რამდენი შეხვედრა გამართა მოსახლეობასთან, ვის რა პროგრამა აქვს და ა.შ.”,- განაცხადა კალაძემ.
„ლიდერთა საბჭოს” წევრები დღეს საელჩოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. „ლიდერთა საბჭოს” წევრების განცხადებით, მათ ზეწოლის შესახებ ისაუბრეს, რომელიც ოპოზიციური პარტიების მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებზე ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები