ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ისრაელს ეწვევა

   საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 27-28 იანვარს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოს ეწვევა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შევლენ: საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია.
საქართველოს დელეგაცია პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ისრაელის მთავრობათაშორისი ერთობლივი ეკონომიკური კომისიის დამფუძნებელ მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალში. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება ისრაელის პრეზიდენტს შიმონ პერესს, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, საგარეო საქმეთა მინისტრს ავიგდორ ლიბერმანს. ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე, ირაკლი ღარიბაშვილი დაათვალიერებს ჰოლოკოსტის მუზეუმს და ყვავილების გვირგვინით შეამკობს იერუსალიმის მთაზე მდებარე ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალს – “იად ვაშემი.” ასევე პრემიერ-მინისტრი ისრაელის ეროვნულ ფონდს ესტუმრება და ხის დარგვის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები