სართიჭალაში ახალი სპორტული დარბაზი გაიხსნა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში ძიუდოს ახალი  დარბაზი გაიხსნა, სადაც 300-მდე ნორჩი ძიუდოისტი ივარჯიშებს. დარბაზის გახსნის საზეიმო ცერემონიას საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვეტერანი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ხაბარელი დაესწრნენ.

საერთაშორისო სტანდარტებით აგებული  ძიუდოს დარბაზის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. პროექტის საერთო ღირებულება 458180 ლარია.  დარბაზის ფართი 370 კვ მეტრია, ხოლო სპორტული კომპლექსის საერთო ტერიტორია 600 კვ მეტრს შეადგენს. დარბაზში 2-2 გასახდელი და საშხაპე, ამდენივე საპირფარეშო და სავარჯიშო დარბაზია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები