„საახალწლო მოწყობილობების ნაწილი ამორტიზებულია, ამიტომ მივიღეთ ახალი ილუმინაციების და განათებების შესყიდვის გადაწყვეტილება”

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ საახალწლოდ ახალი განათებების შესყიდვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საახალწლო მოწყობილობების ნაწილი ამორტიზებული იყო, ამიტომ მერიამ ახალი ილუმინაციების და განათებების შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.
მისივე თქმით, კონტრაქტის გაფორმებამდე, ხარისხთან და გარანტიებთან დაკავშირებით, მოკვლევა ჩატარდა.

„საახალწლო მოწყობილობების ნაწილი არის ამორტიზებული, შესაბამისად, მათი შეკეთება საკმაოდ ძვირი და არაეფექტური იქნებოდა. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება ახალი განათებების და ილუმინაციების შესყიდვასთან დაკავშირებით. რაც შეეხება გამარტივებულ შესყიდვას, კანონმდებლობის დაცვით, გამარტივებული შესყიდვის შესახებ იქნა გადაწყვეტილება მიღებული. გარკვეული მოკვლევა ჩატარდა ხარისხთან და გარანტიებთან დაკავშირებით და ამის შემდეგ იყო გადაწყვეტილება მიღებული”, – განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, გამარტივებული ტენდერი დროის სიმცირისა და ხარისხის გამო გახდა საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები