შსს-ს ინფორმაციით, საკრებულოსთან აქციაზე ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკრებულოსთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე ორი პირი დააკავეს. როგორც „კვირას“ უწყებაში განუცხადეს, ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები. „კვირას“ ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კოტე იოსელიანია. შეგახსენებთ, რომ საკრებულოსთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საკრებულოში შეჭრას ცდილობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები