რა ხდება საკრებულოსთან – თინა ბოკუჩავამ ქმრის დაკავების გამო, ცრემლები ვერ შეიკავა (ვიდეო)

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავა კამერების წინ ცრემლები ვერ შეიკავა.
ბოკუჩავა მეუღლესთან „ნაციონალური მოძრაობის“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატთან, კოტე იოსელიანთან და თანაგუნდელებთან ერთად ცოტა ხნის წინ საკრებულოში შეჭრას და 16:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე დასწრებას ცდილობდა, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ მათ ამის საშუალებას არ მისცა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე კოტე იოსელიანი და კიდევ ერთი პირი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები