„ქართულს ვეღარ ვლაპარაკობთ ვერც პარლამენტში და ვერც გარეთ და ენის დეპარტამენტისთვის ორი „კაპიკი” გვენანება?!

მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე, სადაც 2018 წლის ბიუჯეტის კანონპროექტს განიხილავენ, დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ მთავრობისგან 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში ენის დეპარტამენტისთვის თანხების გათვალისწინება მოითხოვა.
„მთავრობას ახლა გაცილებით უფრო სერიოზულად მინდა მივმართო – ჩვენ ენის კანონი რომ მივიღეთ, რატომ მივიღეთ?! სად არის ამ ბიუჯეტში ენის დეპარტამენტზე გარკვეული კვოტა? იმიტომ არის, რომ ქართულს ვეღარ ვლაპარაკობთ ვერც პარლამენტში და ვერც გარეთ… ზოგიერთ სიტყვაზე რომ ათასგვარი ინტერპრეტაცია ხდება, რომელი ვთქვათ, ესა თუ ისა, ქართული რომელია… ენის დეპარტამენტი ამიტომ იყო მნიშვნელოვანი და ორი „კაპიკი” გვენანება ამისთვის?!“ – განაცხადა ქანთარიამ პარლამენტის განათლების, ამასთან, დეპუტატმა კულტურის სამინისტროს, ეროვნული კინოცენტრის დაფინანსების თემაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დაფინანსება ძალიან მწირია.
„ოქროს ვაშლები რომ გვინდა, ოქროს პალმები რომ გვინდა, ვერცხლის დათვები და ა.შ. საიდან მოდის ეს თუ კინოცენტრი იქნება ისევ გაღარიბებულ მდგომარეობაში?! მათხოვრის როლშიც არ არის ახლა კინოცენტრი. კი, ბატონო, ტელეფონითაც შეგვიძლია გადავიღოთ ფილმები, მაგრამ ეს არ არის მიღებული პრაქტიკა“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები