გიორგი ტყემალაძე: დესტრუქციისა და დებოშის მოწყობის უფლება არავის აქვს

საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე აცხადებს, რომ დესტრუქციისა და დებოშის მოწყობის უფლება არავის აქვს. ამის შესახებ განცხადება გიორგი ტყემალაძემ საკრებულოში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

„კანონის დარღვევას სწორედ მათი მხრიდან აქვს ადგილი, როდესაც ისინი იჭრებიან შენობებში, ამტვრევენ მიკროფონებს და საკრებულოს ფუნქციონირების საშუალებას არ აძლევენ. ყველამ კარგად მოისმინა 29 სექტემბერს, საკრებულოს სხდომაზე მათი განცხადებები და ნახა მათი მოქმედებები. გარდა ამისა, უკვე რამდენიმე  დღეა, მათი მხრიდან  სხვადასხვა მედიასაშუალებებით ვისმენთ დესტრუქციულ განცხადებებსა და მუქარას. დღესაც,  აშკარად არის მცდელობა იმისა, რომ მოხდეს დებოში, დესტრუქცია და საკრებულოს ფუნქციონირებას ხელი შეეშალოს“, – აცხადებს გიორგი ტყემალაძე და აღნიშნავს, რომ  ამის უფლება ნამდვილად არავის აქვს.

„დესტრუქციის და დებოშის უფლება არ მიეცემა არც პარლამენტის წევრს და არც სხვა მოქალაქეს“, – აღნიშნა ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები