„პრეზიდენტი ცდილობს, რომ ერთპარტიული დოკუმენტი გახდეს ყველა პარტიის, პოლიტიკური სპექტრის კუთვნილება“

პრეზიდენტი ცდილობს, რომ ერთპარტიული დოკუმენტი გახდეს ყველა პარტიის, პოლიტიკური სპექტრის კუთვნილება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით განუცხადა.
მისივე თქმით, მთავარი მწუხარება, რომელიც კონსტიტუციასთან დაკავშირებით გამოითქვა, მათ შორის ვენეციის კომისიიდან, არის ის, რომ ეს არის ერთპარტიული დოკუმენტი. „პრეზიდენტის მცდელობა იყო და იქნება, რომ ერთპარტიული დოკუმენტიდან ეს გახდეს ყველა პარტიის, მთელი პოლიტიკური სპექტრის კუთვნილება და სწორედ ამ სულისკვეთებით გამოსწორდეს კონსტიტუცია. სწორედ აქედან გამომდინარე, იქნება პრეზიდენტის გადაწყვეტილება”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები