კახა კალაძე: თუ რეიტინგების მიხედვით ვიმსჯელებთ, მაშინ დებატებში ზაალ უდუმაშვილთან უნდა დავჯდე
„ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, დებატებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის გამოწვევას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რეიტინგების მიხედვით ის ალეკო ელისაშვილს კი არა, ზაალ უდუმაშვილს უნდა დაუჯდეს დებატებში.კალაძე აცხადებს, რომ მმართველ გუნდს დებატებზე უარი არასდროს უთქვამს.
„ფეხბურთს, პოლიტიკას, არჩევნებს და ზოგადად ყველაფერს აქვს წესი. შესაბამისად, როდესაც ის ამბობს, რომ მიწვევს დებატებში, დაახლოებითი რეიტინგები ხომ არსებობს?! ვიღაც კანდიდატს აქვს ის რეიტინგი, ვიღაცას ეს… რეიტინგების მიხედვით თუ უნდა ვიმსჯელოთ, მაშინ უნდა დავჯდე ზაალ უდუმაშვილთან. შესაბამისად, პატივს ვცემ ყველა კანდიდატს. არაერთ კანდიდატთან ვაპირებ დაჯდომას, მზად ვარ შვიდივესთან ერთად დავჯდე. ჩვენ არასდროს გვითქვამს დებატებზე უარი”, – განაცხადა კახა კალაძემ.