გიორგი ჩერქეზიშვილმა ტალინში ელექტრონული პარტნიორობის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ტალინში ესტონეთის რესპუბლიკის ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, ელექტრონული პარტნიორობისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა,  რომლის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა მიმართა. კონფერენციაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, მათ შორის კიბერუსაფრთხოებისა და ელექტრონული მმართველობის განვითარების საკითხები განიხილეს.

გიორგი ჩერქეზიშვილმა თავის გამოსვლაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში საქართველოს მიღწევებზე, ასევე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწრაფი ტემპით განვითარებასთან ერთად კიბერუსაფრთხოების რისკების გაზრდის საშიშროებებზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა კიბერუსაფრთხოების საკითხს დიდ ყურადღებას აქცევს, რომლის უზრუნველსაყოფად სხვადასხვა ღონისძიებები ეფექტურად განხორციელდა.  მნიშვნელოვანია, რომ ITU-ს 2017 წლის გლობალური კიბერუსაფთხოების ინდექსით საქართველო მე-8 ადგილს იკავებს. მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ელექტრონული მთავრობის მომსახურებების განვითარების საკითხებზე, რომლის შედეგადაც  სამთავრობო უწყებებმა მოქალაქეთა მომსახურების გამარტივებისა და კომფორტისთვის ელექტრონული სერვისები  დანერგეს.

გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით,  ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანიცაა ევროკაშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ბაზრების ჰარმონიზების ხელშეწყობა, მეორე სამუშაო შეხვედრა (“EU4Digital: Trust & Security”)  თბილისში მიმდინარე წლის 2-3 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები