„ერთად ბევრი რამ შეგვიძლია“ – ბათუმში საქველმოქმედო მარათონი გაიმართება

14 ოქტომბერს, 9:00 საათზე ბათუმში საქველმოქმედო მარათონი – „ერთად ბევრი რამ შეგვიძლია“ გაიმართება. რეგისტრაცია „ანბანის კოშკთან”  13 ოქტომბრის  16:00 საათამდეა შესაძლებელი. პროექტი საზღვაო ჰოსპიტლის ეგიდით ხორციელდება.
როგორც „კვირას“ ბათუმის საზღვაო ჰოსპიტლის დირექტორმა, თამარ ქაჩლიშვილმა განუცხადა, გარბენის მიზანია ძუძუს კიბოს სკრინინგის შესახებ ცნობადობის ამაღლება.
„დაგეგმილი საქველმოქმედო გარბენი ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალების დასახმარებლად ძალებს სულ უფრო მეტად იკრებს… ბათუმიდან კერძო ბიზნესის მენეჯმენტის გარკვეული ნაწილი უკვე შემოგვიერთდა. დღეს და ხვალ კი, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრის მხარდაჭერით, ყველა სამედიცინო დაწესებულება მიიღებს ოფიციალურ წერილებს.
ვიმედოვნებ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი 14 ოქტომბერს“! – განუცხადა „კვირას“ თამარ ქაჩლიშვილმა.
ბათუმში საქველმოქმედო მარათონი ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალების დასახმარებლად მეორედ ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები