საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირსა და ევროპაში კანადის სპეციალური წარმომადგენელი ეწვევა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით კანადის სპეციალური წარმომადგენელი ევროკავშირსა და ევროპაში, კანადის ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სტეფან დიონი ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში სტეფან დიონი შეხვედრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან, ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან თამარ ჩუგოშვილთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებთან გამართავს.

საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრისას საქართველო-კანადის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.
აღსანიშნავია, რომ სტეფან დიონი საქართველოს პირველად ეწვევა. ის 2015-2017 წლებში კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის, ხოლო 2004-2006 წლებში გარემოს დაცვის მინისტრის პოზიციებს იკავებდა.

ვიზიტი 4-5 ოქტომბერს შედგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები