კიევში დაღუპულ ერთ-ერთ დემონსტრანტს დღეს დაკრძალავენ

  კიევში დემონსტრაციების დროს დაღუპულ ერთ-ერთ აქტივისტს მიხეილ ჟიზნევსკის დღეს დაკრძალავენ. ჟიზნევსკის ცხედარი წმინდა მიხეილის სახელობის ტაძარში იყო დასვენებული.
მის ცხედარს ცოტახანში ევრომაიდანზე გადაასავენებენ , სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. ევრომაიდანზე დაღუპული ახალგაზრდის მისვენებას ათასობით ადამიანი ელოდება.
წარმოშობით ბელარუს ახალგაზრდას მიხეილ ჟიზნევსკის დღეს 26 წელი უნდა შესრულებოდა. ის უკრაინის სახალხო არმიის წევრი იყო.
ჟიზნევსკი 22 იანვრის ღამეს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები