მარიამ ჯაში შიდსის ჯანდაცვის ფონდის ხელმძღვანელს, ტერი ფორდს შეხვდა

????????????????????????????????????

დღეს განათლების, მეცნიერებისა  და კულტურის კომიტეტს შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AIDS Healthcare Foundation ) დელეგაცია ეწვია ტერი ფორდის ხელმძღვანელობით. აღნიშნული ორგანიზაცია 30 წლის წინ დაფუძნდა ლოს-ანჯელესში და შიდსის საკითხებზე მუშაობს.

კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის ინფორმაციით, შიდსის ჯანდაცვის ფონდი საქართველოში საკუთარი პორტფოლიოს  გაფართოებას გეგმავს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად.

შეხვედრაზე განიხილეს ის წარმატებები, რომელიც გადამდები დაავადებების მართვას უკავშირდება საქართველოში. კერძოდ,შიდსის პროგრამის საყოველთაო ხელმისაწვდომობას 15 წლის მანძილზე და იმ უპრეცედენტო С ჰეპატიტის პროგრამას, რომლის განხორციელებაც მოხდა საქართველოსა და აშშ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ამერიკული ფარმაცევტული კომპანიაGilead-ის ხელშეწყობით.

მარიამ ჯაშის მოსაზრებით, ორგანიზაციის საინტერესო მიმართულებაა ახალგაზრდებში ცოდნის დონის ამაღლება გადამდებ დაავადებებთან მიმართებაში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე ისაუბრეს სამეცნიერო მიმართულებით შესაძლო თანამშრომლობაზე, რამდენადაც საქართველოში უკვე დაგროვდა მნიშვნელოვანი მონაცემთა ბაზა. „არსებობს კონკრეტული შედეგები, როგორც შიდსის, ასევე ჰეპატიტის მიმართულებით.

საინტერესო იქნება უნივერსიტეტების დონეზე თანამშრომლობა რათა კონკრეტული კვლევა განხორციელდეს, მოხდეს საქართველოს გამოცდილების დოკუმენტაცია,რომელიც სხვა ქვეყნებისთვის საინტერესო იქნება”, -განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები