გიორგი ალიბეგაშვილი: ,,თაბორის მთისა და პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიების ნაწილისთვის ზონალური სტატუსის შეცვლა თბილისისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა’’

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე განვითარებული მოვლენების თაობაზე კომენტარი გააკეთა.
როგორც გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნა, სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად,  თაბორის მთაზე გამწვანდება არსებული 40 ჰექტარი  მიწის ფართობი და მოეწყობა  რეკრიაციულ-დასასვენებელი სივრცე, რომელიც მოიცავს როგორც ველო-ბილიკებს, ასევე ჩოგბურთისა და სპორტულ მოედნებს.

ამასთანავე, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაგეგმილია   სადრენაჟო და საირიგაციო სისტემის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ტექნიკური შენობების მშენებლობაც, რომელიც  ბოტანიკური ბაღის წყლით მომარაგებას უზრუნველყოფს.
საკრებულოს თავმჯდომარემ ასევე  პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობის თაობაზეც ისაუბრა და  აღნიშნული გადაწყვეტილების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები