პაოლო მალდინი: ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებს მსგავს მატჩებში თამაში

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები თბილისში არიან. მათი ჩარტერული რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე ხნის წინ დაეშვა. როგორც ფეხბურთის ერთ-ერთმა ვარსკვლავმა, პაოლო მალდინიმ ტელეკომპანია „იმედთან” საუბრისას განაცხადა, მას ყოველთვის დიდ სიამოვნებას ანიჭებს მსგავს მატჩებში თამაში.
„საკმაოდ კარგ ფორმაში ვარ და სათამაშოდ მზად ვარ. ასეთი სახის მატჩებში თამაში ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებს“, – განაცხადა მალდინიმ.
ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავები იმედს გამოთქვამენ, რომ დღევანდელი თამაში საინტერესო და სანახაობრივი გამოვა. საქართველოში ფეხბურთის სხვა ვარსკვლავებთან ერთად, მილანის ყოფილი მცველი კაფუც იმყოფება. როგორც მან აღნიშნა, კახა კალაძესთან ერთად წლების განმავლობაში თამაშობდა.
„საქართველოში ჩამოსვლა და საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობა ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. ქართველი ფეხბურთელებიდან ვიცნობ კახა კალაძეს, რომელთან ერთადაც მილანში წლების განმავლობაში ვთამაშობდი. იმედია, თამაში კარგი და სანახაობრივი გამოვა“, – განაცხადა ბრაზილიელმა ყოფილმა ფეხბურთელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები