ნინოწმინდაში 1200 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა,  საბაჟო გამშვებ პუნქტში “ნინოწმინდა”, 1200 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს ვ.ჰ-ს, არადეკლარირებული ტვირთი კუთვნილ ავტომანქანაში მოწყობილ სამალავში ჰქონდა განთავსებული. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირს არადეკლარირებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალება ჩამოერთვა. ფულადი ჯარიმა კი ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები