დავით ნარმანია: ოპოზიციის მხრიდან კონკრეტული არგუმენტი აღნიშნულ თემაზე ვერ მოვისმინე

თბილისის მერი დავით ნარმანია საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და ოპოზიციის წევრებს მოუწოდა, რომ საკრებულოს წარმომადგენლებს მუშაობის საშუალება მისცენ. დედაქალაქის მერის თქმით, ოპოზიციის მხრიდან კონკრეტული არგუმენტი აღნიშნულ თემაზე ვერ მოისმინა ამიტომ, როგორც ნარმანიამ აღნიშნა, საჭიროა, რომ საკრებულოს ოპოზიციამ მუშაობის საშუალება მისცეს.
„ოპოზიცია ძალიან არასასურველად იქცევა. მესმის, რომ წინასაარჩევნო კამპანიაა და გარკვეული ხმები სჭირდებათ, თუმცა არ მგონია, რომ მათ ხმებს თუნდაც დამატებით ერთი ხმა მაინც მიემატოს. სამწუხაროდ, მე ვერ მოვისმინე რაიმე სახის კონკრეტული არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა გაკეთდეს ქალაქში მიწისქვეშა მრავალსართულიანი სადგომი. მათ მოვუწოდებ, რომ შეეშვან ასეთ ქმედებებს და საკრებულოს მისცენ საშუალება სხდომის ჩატარების”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები