რომის პაპი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება

  რომის პაპი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.
ამის შესახებ “როიტერი” იუწყება.
პაპი ფრანცისკი უკრაინელებს ძალადობის შეწყვეტისა და კონსტრუქციული დიალოგის გამართვისკენ მოუწოდებს.
“მე უკრაინის გვერდით ვარ, როდესაც ვლოცულობ ამ ქვეყნისთვის, მათთვის, რომლებიც დაიღუპნენ ბოლო დღეების განმავლობაში და მათი ოჯახებისთვის. ვიმედოვნებ, ხელისუფლება და სამოქალაქო საზოგადოება კონსტრუქციული დიალოგის გამართვას შეძლებენ, რომ ძალადობა დასრულდება და უკრაინელთა გულებს მშვიდობა და უკეთესისკენ მისწრაფება დაიკავებს”, – აცხადებს რომის პაპი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები