ირაკლი კობახიძე პრეზიდენტთან შესახვედრად მზადაა იმ შემთხვევაში, თუ შეხვედრა შედეგზე იქნება ორიენტირებული

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტთან შეხვედრის შემთხვევაში, უმრავლესობას მისი ლიდერი წარმოადგენს, მაგრამ თავად პრეზიდენტთან შესახვედრად მზადაა იმ შემთხვევაში, თუ შეხვედრა იქნება შედეგზე ორიენტირებული.
“ჩვენ გვაქვს ფორმალიზებული სტრუქტურა, ფორმალიზებული პროცედურები. უმრავლესობას წარმოადგენს უმრავლესობის ლიდერი და შესაბამისად, მან უნდა წარმართოს უმრავლესობის მხრიდან შეხვედრა პრეზიდენტთან. თუ იქნება ამის სურვილი და ინტერესი და ეს შეხვედრა შედეგზე ორიენტირებული, ნებისმიერ დროს შეგვიძლია გავმართოთ ეს შეხვედრა”,- განაცხადა კობახიძემ.
როგორც ცნობილია, პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ვეტოს გამოყენება და პარლამენტისთვის მოტივირებული შენიშვნების ფორმით იმ წინადადებების წარდგენა შესთავაზა, რომელიც გაუნაწილებელი მანდატების – ბონუსების სისტემის გაუქმებას და ერთჯერადად ბლოკების შენარჩუნებას ეხება. აღნიშნულ შეთავაზებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა მმართველი გუნდის წევრებს და ოპოზიციას კონსულტაციები შესთავაზა. უმრავლესობა პრეზიდენტთან შეხვედრისთვის მზად არის, თუმცა მას შეხვედრის საკუთარ ფორმატს – მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის შეხვედრას სთავაზობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები