ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტსა და უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტისა და უმრავლესობის წარმომადგენლების კომუნიკაცია უკვე შედგა და ის იმედოვნებს, რომ მათ შორის შეხვედრაც გაიმართება.
მისივე თქმით, შეთავაზება საჯაროდ უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა.
“შეთავაზება გაკეთდა საჯაროდ უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, იყო კომუნიკაცია პრეზიდენტისა და უმრავლესობის კონკრეტულ წარმომადგენლებს შორის. ეს კომუნიკაცია, სავარაუდოდ, გრძელდება, მე არ მაქვს ინფორმაცია. იმედი მაქვს შედგება შეხვედრა პრეზიდენტსა და უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის”, – განაცხადა კობახიძემ.