ინფორმაცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შესახებ
№79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლის გოგიტა გოგიტიძის მიმართ ადმინისტრაციული სამარათალდარღვევის ოქმი შედგა.
ოქმის შედგენის მიზეზი გახდა აჭარის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე პ/გ “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ კანდიდატების წარდგენის ამსახველი ფოტომასალის ატვირთვა.
მოკვლევის საფუძველზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც 2000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.