გერმანიის კანცლერის ოფიციალური ვებგვერდი: “საქართველოსთან თანამშრომლობა ვითარდება”

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ოფიციალური ვებგვერდი საქართველოს პრემიერთან გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ოფიციალური ვებგვერდი: “საქართველოსთან თანამშრომლობა ვითარდება”.

„გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიღო. შეხვედრაზე გერმანიასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხი განიხილებოდა. ამასთან, შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირთან თანამშრომლობასა და ასევე, რუსეთის მიერ სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მხარდაჭერის თაობაზე“,- ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა.

ორი ქვეყნის ლიდერს შორის შეხვედრა გერმანიის ფედერალური კანცლერის ადმინისტრაციაში შედგა. ქართული მხარიდან შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურია ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები