ბაქო-თბილისი-ყარსის ახალ სარკინიგზო ხაზზე პირველ სატვირთო მატარებელი, დაახლოებით, 2 თვეში გაივლის

“საქართველოს რკინიგზის” გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიასთან, თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრ აჰმედ არსლანთან და აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელ ჯავიდ ყურბანოვთან ერთად ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ინსპექტირების მიზნით, თბილისიდან კარწახამდე მატარებლით იმგზავრა.

მამუკა ბახტაძე ფიქრობს, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის ახალ სარკინიგზო ხაზზე პირველ სატვირთო მატარებელი, დაახლოებით, 2 თვეში გაივლის.

რაც შეეხება სამგზავრო გადაყვანებს, ბახტაძის თქმით, ამას სჭირდება კიდევ დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა და ახალი მოძრავი შემადგენლობის შესყიდვა.

„ეს შედარებით საშუალოვადიანი პერსპექტივაა. რაც შეეხება სატვირთო გადაზიდვებს, ჩვენ შევთანხმდით, რომ დაახლოებით, ორ თვეში მივიღოთ პირველი სატვირთო მატარებელი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, არის სურვილი, რომ კომერციული საქმიანობა მალე დაიწყოს, რის მიზეზადაც ბაზარზე მოთხოვნა და ამ კონტექსტში ჩინეთსა და თურქეთს შორის დღეს არსებული სავაჭრო რეჟიმი დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები