დღეს ტარიელ შარიფაშვილის გარდაცვალების დღეა
ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის პირველი მეთაურის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით, კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელები, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები და ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის ყოფილი მებრძოლები მის მშობლიურ სოფელ ზემო ხანდაკში იმყოფებოდნენ. მათ გმირის ქალიშვილთან თამარ შარიფაშვილთან ერთად გვირგვინით ჯერ გმირის ბიუსტი, შემდეგ კი საფლავი შეამკეს.
„ტარიელ შარიფაშვილი, ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის პირველი მეთაური, შემდგომ საპატიო მეთაური და კასპის რაიონის გამგებელი 33 წლის ასაკში – 1993 წლის 25 სექტემბერს, სოხუმის დაცვისათვის აფხაზეთში გმირულად დაიღუპა. გარდაცვალების შემდეგ იგი ვახტანგ გორგასლის სახელობის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. ტარიელ შარიფაშვილის სახელი ეწოდა მებრძოლის მშობლიური სოფლის ზემო ხანდაკის საჯარო სკოლას, რომლის ეზოშიც დგას მისი ბიუსტი. კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობა პატივს მიაგებს მის მარადიულ ხსოვნას კიდევ ერთხელ თანაუგრძნობს მის ოჯახს – მეუღლესა და ქალიშვილს“, -აცხადებენ კასპის მუნიციპალიტეტში.