კიევში მამაკაცის ხელფეხშეკრული ცხედარი აღმოაჩინეს
კიევში, დნეპრის ყურესთან მამაკაცის ხელფეხშეკრული გვამი აღმოაჩინეს.
ამის შესახებ უკრაინული მედია ბლოგერებზე დაყრდნობით იუწყება.
გარდაცვლილი ობოლონის რაიონის მკვირდი 36 წლის მამაკაცი აღმოჩნდა. ცხედარს სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება. როგორც კიევის შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოში აცხადებენ მამაკაცის სხეულზე ძალადობის კვალი არ აღინიშნება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, უკრაინელი მედია მომიტინგეთა გაუჩინარების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.