მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 151 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ოცი ბავშვია( ფოტო-ვიდეო)

მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, რომლის სიმძლავრემაც 7,1 მაგნიტუდა შეადგინა, ბოლო ინფორმაციით 151 ადამიანი დაიღუპა.
ტრაგედიის დროს, სხვა შენობებს შორის სკოლაც დაინგრა, რის შედეგადაც 20 ბავშვი და მასწავლებლები დაიღუპნენ.
მიწისძვრა მექსიკის ქალაქ პუებლა-დე-სარაგოსასთან გუშინ ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 7,1 მაგნიტუდა შეადგინა.
ეპიცენტრი ქალაქიდან 49 კილომეტრში დაფიქსირდა, ხოლო სიღრმემ 60 კილომეტრი შეადგინა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში მექსიკაში ეს უკვე მეორე მიწისძვრაა. გასულ კვირას, მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები