ირაკლი კოვზანაძე IMF-ის ტექნიკური დახმარების მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ტექნიკური დახმარების მისიის ხელმძღვანელს ტორბენ ჰანსენს და მისიის წარმომადგენლებს: ფარინგტონ შტეფენს, სამი ილაოუტინენს და ხალეს ხოაოს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში არსებული ფისკალური დისციპლინის ეფექტურობა, საჯარო ფინანსების აღრიცხვა, ადგილობრივი თვითმმართველობების როლი ფისკალური კანონმდებლობის დაცვაში და სხვა აქტუალური საკითხები.
მხარეებმა ისაუბრეს ეკონომიკური თავისუფლების აქტით გათვალისწინებული წესების პრაქტიკაში განხორციელების შესაძლებლობებზე და იმ შედეგებზე, რომელიც, ფაქტიურ მაჩვენებლებში გადახრის შემთხვევაში შესაძლოა დადგეს.
როგორც ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია IMF-ის ტექნიკური დახმარების მისიასთან თანამშრომლობა და იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რომელიც მისიამ ფისკალური დისციპლინის გასაძლიერებლად შეიმუშავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები