თავდაცვის აკადემიაში შალვა დოლიძის სახელობის ტურნირი გაიმართა (ფოტოკოლაჟი)
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში 2008 წლის ომში დაღუპული, მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის მეთაურის, მაიორ შალვა დოლიძის სახელობის სპორტული ღონისძიება გაიმართა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში და საერთაშორისო მისიებში დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები სირბილში, მშვილდოსნობაში, ცურვაში, პნევმატური იარაღიდან სროლაში, მძლეოსნობაში, მკლავჭიდში, მაგიდის ტენისში და ბილიარდში შეეჯიბრნენ ერთმანეთს. სპორტული ღონისძიება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაალ კაპანაძემ გახსნა. მინისტრის მოადგილემ დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და ღონისძიების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ტურნირის დასასრულს სპორტულ სახეობებში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. პრიზიორებს შესაბამისი მედლები საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა, პაატა პატიაშვილმა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ გადასცეს. ღონისძიებას მაიორ შალვა დოლიძის ოჯახის წევრები, მეუღლე და ვაჟი ესწრებოდნენ.