“ჩვენი პრიორიტეტია არა მარტო შევინარჩუნოთ მდგრადი სვლა ევროპისკენ და ნატოსკენ, არამედ შევინარჩუნოთ ამ სვლის მაღალი ტემპი”

“ქვეყნის პრიორიტეტი პირველ რიგში არის არა მარტო შევინარჩუნოთ მდგრადი სვლა ევროპისკენ და ნატოსკენ, არამედ შევინარჩუნოთ ამ სვლის მაღალი ტემპი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველომ ბოლო 5 წლის განმავლობაში რამდენიმე მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. “ვახორციელებთ ცვლილებებს კონსტიტუციაში. შემოვიტანეთ დემოკრატიული საარჩევნო კანონმდებლობა, მიღწევები გვაქვს განათლებაშიც. ყველაფერი ეს ერთად ქმნის ჩვენს უპირველეს პრიორიტეტებს, რომელიც თავისთავად ქმნის ნამდვილად დასავლურ დემოკრატიას. კარგ პროგრესს მივაღწიეთ. შეგვიძლია ვიმსჯელოთ ბოლო ხუთ წელზე. მოვახდინეთ ინსტიტუციონალიზაცია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, გაცილებით უკეთესი სასამართლო სისტემა გვაქვს, დინამიური და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა გვაქვს, გვაქვს ასოცირების შეთანხმება და დღის წესრიგი, გვაქვს ვიზალიბერალიზაცია და ეს ჩვენი მიღწევაა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შეფასებით, რეგიონში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი სწორედ ჩვენს ქვეყანაშია, მე-14 ადგილიდან მეხუთე ადგილზე გადავედით. მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს საკუთრების უფლების დაცვის მხრივაც”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები