მიხეილ სააკაშვილის საქმის სასამართლო განხილვა 18 სექტემბერს გაიმართება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის საქმის სასამართლო განხილვა უკრაინაში 18 სექტემბერს 15:00 საათზეა დაგეგმილი.
ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის სასაზღვრო დეპარტამენტის წარმომადგენელი ვლადიმერი შერემეტმა ავრცელებს.
მისი თქმით, სასამართლო 18 სექტემბერს ჩაინიშნა და აუცილებელია, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში გამოცხადდეს.
მიხეილ სააკაშვილის ბრალი უკრაინის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ედება. საქართველოს ექსპრეზიდენტმა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესახებ ადმინისტრაციულ პროტოკოლს ხელი მოაწერა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსის თანახმად, მას 130-დან 330 დოლარამდე ოდენობის ჯარიმა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები