“საქართველოს ძალიან რთული ურთიერთობა გააჩნია მეზობელ სახელმწიფოსთან და დიდი გამძლეობა უნდა გამოვიჩინოთ”

“საქართველოს ხელისუფლებაში დისკუსიები ეფუძნება ერთ რამეს – ჭეშმარიტება არის ის, რა ხმებიც პარლამენტში გვაქვს მიღებული”, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის მომავალთან დაკავშირებით დისკუსიას ეხება. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველომ ევროპული მიმართულებით უნდა გააგრძელოს სვლა.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ქვეყანამ მაღალი ნიშნულის მიმართულებით უნდა იაროს.
„ჩვენი ამბიცია არის ის, რომ ჩვენ ვართ აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანა და ამ მიმართულებით უნდა ვიაროთ. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ძალიან რთული ურთიერთობა გააჩნია მეზობელ სახელმწიფოსთან და დიდი გამძლეობა უნდა გამოვიჩინოთ. შესაძლოა, რაღაც ქვეყნებზე უკეთესები ვართ, მაგრამ არ ვართ მაღალ ნიშნულზე და ამ მიმართულებით უნდა ვიაროთ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. გიორგი მარგველაშვილმა რუსულ პროპაგანდაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პროპაგანდა ძალიან ძლიერია და მიმართულია იმისკენ, რომ საქართველომ არ იაროს დასავლეთისკენ. პრეზიდენტის თქმით, ეს არის გამოწვევა და ამაზე აუცილებელია რეაგირება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები