თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი საავადმყოფოს საპირფარეშოში გარდაცვლილი იპოვეს

თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმ-ანესთეზიოლოგი გიორგი ანდრიაძე კლინიკის შენობის საპირფარეშოში გარდაცვლილი იპოვეს.
„კვირას“ საუნივერისიტეტო კლინიკის ექიმმა ნაირა ჭაბაშვილმა ექიმის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დაუდასტურა.
მისივე თქმით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია კლინიკაში დღეს დილით გახდა ცნობილი.
ნაირა ჭაბაშვილის ინფორმაციით, გიორგი ანდრიაძე კლინიკის რეანიმაციის განყოფილების ანესთეზიოლოგი იყო.
„ექიმის გარდაცვალების შესახებ ჩვენ დღეს დილით გავიგეთ. გარდაცვლილი კლინიკის მე-8 სართულზე რეანიმაციულ განყოფილებაში, ანესთეოზოლაგად მუშაობდა. თუმცა, მე მას არ ვიცნობდი. გარდაცვლილი ექიმის შესახებ სხვა დეტალები ჩემთვის უცნობია“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას ნაირა ჭაბაშვილმა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები