საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი შეხვედრები გამართა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, პირველი შეხვედრები ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტთან, კენ ვოლაკთან და „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორთან, უილიამ სვენსთან გამართა.
შეხვედრებისას საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს. პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმა და ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო გააცნო.
საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს პარტნიორი ორგანიზაციების როლი ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცების საქმეში.
ორივე შეხვედრაზე, ამერიკულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით.
„საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის, უილიამ სვენსის შეფასებით, საქართველო, რომელსაც ძალიან რთული სამეზობლო აქვს, დემოკრატიისა და საარჩევნო პროცესის კუთხით ბრწყინვალე მაგალითია მსოფლიოში.
„ჩვენ გვერგო პატივი, მიგვეღო კიდევ ერთი ვიზიტი ჩვენი მეგობარი საქართველოდან. საქართველოს საარჩევნო კომისია და კენჭისყრის, როგორც გადაწყვეტილების მიღებისა და საზოგადოების წინსვლის გზის გამოყენების ქართული ისტორია ისაა, რითიც ჩვენ IFES ძალიან ვამაყობთ. ჩვენი მისიაა, ყველა ხმა იქნას გაგონილი და დათვლილი. საქართველო, რომელსაც ძალიან რთული სამეზობლო აქვს, დემოკრატიისა და საარჩევნო პროცესის კუთხით ბრწყინვალე მაგალითია მსოფლიოში. ეს იყო კიდევ ერთი შესანიშნავი საუბარი საქართველოში დემოკრატიისა და მშვიდობიანი საარჩევნო პროცესისადმი ერთგულების შესახებ“,-აღნიშნა უილიამ სვენსმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრების დასრულების შემდეგ განაცხადა, ცალსახად ყველა თანხმდება იმაზე, რომ საქართველო მთელ მსოფლიოში არის იმის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ გრძელდება დემოკრატიული რეფორმები ქვეყანაში.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა როგორც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, ასევე „საარჩევნოსისტემების საერთაშორისო ფონდის“ წარმომადგენლებთან. ცალსახად, ყველა თანხმდება იმაზე, რომსაქართველოს აქვს უმნიშვნელოვანესი პროგრესი და მთელ მსოფლიოში არის იმის ერთ-ერთი საუკეთესომაგალითი, თუ როგორ გრძელდება დემოკრატიული რეფორმები ქვეყანაში. გვაქვს ცალსახა მხარდაჭერა ყველაჩვენი პარტნიორი და მეგობარი ორგანიზაციის მხრიდან.
ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, მადლიერები ვართ, რომ ამ ორგანიზაციებს თავინთი წვლილი შეაქვთ ჩვენსტრანსფორმაციაში და რეფორმებში. ორივე შეხვედრაზე ცალსახად გამოითქვა მხოლოდ და მხოლოდმხარდაჭერა და აღინიშნა, რომ დემოკრატიული პროცესი ქვეყანაში შეუქცევადია, მიდის წინ და ეს ყველაფერიქვეყანას წარმოაჩენს ძალიან კარგად საერთაშორისო ასპარეზზე“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, სერგი კაპანაძის განცხადებით, შეხვედრებზე საუბრი შედგა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე და ორივე მხარისთვის აქტუალურ საკითხებზე.
„მთავარი თემები, ბუნებრივია, იყო საქართველში არსებული დემოკრატიული გარდაქმნები და პროცესები,მათ შორის, ამ კუთხით არსებული პრობლემები. საუბარი იყო, აგრეთვე წინასაარჩევნო გარემოზე,საკონსტიტუციო ცვლილებებზე და იმ საკითხებზე, რომელიც აქტუალურია საქართველოს შიგნით და რომლითაც დაინტერესებული არიან ჩვენი ამერიკელი პარტნიორები“,-აღნიშნა სერგი კაპანაძემ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრებს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტთან, კენ ვოლაკთან და „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორთან, უილიამ სვენსთან ქართული მხრიდან ამერიკის შეერთებულ შტატებშისაქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები