ამირან ზენაიშვილი: ქონებების გასხვისების საკითხთან დაკავშირებით ყველაფერი უნდა ყოფილიყო გამჭვირვალე

დარგის არცერთ თავმჯდომარეს არ აქვს ინფორმაცია რა ქონებას ფლობს პროფკავშირები, -ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ამირან ზენაიშვილმა განაცხადა. ზენაიშვილი პროფკავშირების მიერ გასხვისებულ ქონებასთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციას ბუნდოვანს უწოდებს და აცხადებს, რომ ქონების გაყიდვის დროს თანამშრომლები ინფორმირებულები არ იყვნენ.
„ის რაც ხდებოდა ქონების გასხვისების დროს ჩვენთვის ჩაკეტილი სივრცე იყო. მე, როგორც იურისტი ვიცავ უდანაშაულობის პრეზუფციას და ვერავის დავადებ ხელს ვინ იყო დამნაშავე და ვინ არა. მე ვთვლი, რომ ამას შესაბამისმა ორგანოებმა უნდა მიხედონ“, – განაცხადა ამირან ზენაიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები