ამირან ზენაიშვილი: პროფკავშირები მთავარ ფუნდამენტალურ ღირებულებებს კარგავს

პროფკავშირები კარგავს დემოკრატიულობას და წარმომადგენლობითობას, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარეობის კანდიდატმა ამირან ზენაიშვილმა განაცხადა. ზენაიშვილი თვლის, რომ არსებულ სიტუაციაში პროფკავშირებმა ფუნქცია და ღირებულებები დაკარგა. ზენაიშვილის განცხადებით, სოციალური დიალოგის ფორმატში საკითხების გადაწყვეტა ვერ ხერხდება.
„პროფკავშირები მთავარ ფუნდამენტალურ ღირებულებებს კარგავს. ჩვენ გვაქვს პრობლემა პოლიტიკასთან და მიდგომასთან. რკინიგზის შემთხვევაში 13 000 დასაქმებულის პრობლემა უნდა წარმოჩენილიყო და არა ერთეულების“, – განაცხადა ამირან ზეინაიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამირან ზენაიშვილი საგანგაშოს უწოდებს იმ ფაქტს, რომ პროფკავშირების მიმართ საზოგადოებისადმი ნდობა არ არის.
„პროფკავშირები არ არის მხოლოდ ირაკლი პეტრიაშვილი და ის დასმული კითხვები, რომელიც მის მიმართ არსებობს ყველა თანამშრომელს არ უნდა ეხებოდეს. მე არ მომწონს დაპირისპირება, რომელიც ამ ორ კანდიდატს შორის არსებობს. ეს ყველაფერი აზარალებს პროფკავშირების იმიჯს და მსგავსი განცხადებები უარესად აზარალებს დარგს“, – განაცხადა ამირან ზენაიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები