„Agile Spirit 2017“-ის ფარგლებში ორფოლოს პოლიგონზე ღია კარის დღე გაიმართა (ფოტოკოლაჟი)

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2017“-ის ფარგლებში, ორფოლოს პოლიგონზე ღია კარის დღე გაიმართა. ღონისძიებას სამცხე-ჯავახეთის მაცხოვრებლები, სტუდენტები, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მოსწავლეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღია კარის დღეზე მოწვეულ სტუმრებისთვის სწავლებაში გამოყენებული სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყო. სამცხე-ჯავახეთის მაცხოვრებლებს, სტუდენტებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ საერთაშორისო სწავლებაში გამოყენებული აღჭურვილობა, მძიმე და მსუბუქი ტექნიკა დაეთვალიერებინათ. ღონისძიების ფარგლებში, მოწვეული სტუმრებისთვის საპარაშუტე ხტომებიც გაიმართა.

„Agile Spirit 2017“-ს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ევროპისა და აფრიკის ძალები ატარებენ. წვრთნებში საქართველოს, აშშ-ის, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლატვიის და აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეები იღებენ მონაწილეობას. სწავლება ოფიციალურად, 11 სექტემბერს საჩვენებელი წვრთნებით დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები