პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაცია სპეციალურ განაცხადებას ავრცელებს

პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაცია განცხადებას ავრცელებს, პოლიტიკურად მოტივირებული ცილისმწამებლური კამპანიის შესახებ, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებისა და მისი ლიდერის ირაკლი პეტრიაშვილის წინააღმდეგ.
„კვირა” უცვლელად გთავაზობთ სპეციალური განცხადების ტექსტს: “აღნიშნული კამპანია მდგომარეობს ძირითადი მეინსტრიმული და სოციალური მედიის არხების გამოყენებაში, რომელიც მოჰყვა პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) აფილირებული წევრის – საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მხრიდან 24 აგვისტოს რკინიგზის მუშაკთა შრომითი კონფლიქტის მხარდაჭერას.
შარან ბაროუმ, პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ “საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება, ირაკლი პეტრიაშვილის ხელმძღვანელობით, ყოველთვის იყო ლიდერი საქართველოში მშრომელთა უფლებების დაცვის საკითხში, მიუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური ტენდენცია იყო ქვეყნის ხელისუფლებაში, მან ეს საქმე საერთაშორისო დონემდე აიყვანა და 2015 წლიდან ის პან-ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტად გვევლინება. მომავალი არჩევნების გათვალისწინებით, პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) განიხილავს საქართველოს პროფკავშირების (GTUC) წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას, როგორც სახელმწიფოს მხრიდან პროფკავშირულ საქმიანობაში ინტერვენციის შემაშფოთებელი ნიშანს.
პროფკავშირული აქტივისტები და დელეგატები გვაწვდიან ინფორმაციას, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები ახდენენ გავლენას მათზე, ადგილობრივ პროფკავშირებზე, რათა ძირი გამოუთხარონ საქართველოს პროფკავშირების (GTUC) ხელმძღვანელობას. ჩვენთვის მიუღებელია საქართველოს პროფკავშირების (GTUC) დემოკრატიულ პროცესებში ნებისმიერი ჩარევა სახელმწიფო ან პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან, რაც იქნება შსო-ს სტანდარტების აშკარა დარღვევა. საკითხის სერიოზულობიდან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ დავაყენოთ აღნიშნული საკითხი შსო-ს, ევროკავშირის, ევროსაბჭოს და სსვა შესაბამისი ინსტიტუტების წინაშე”, – განაცხადა ბაროუმ.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები