მიხეილ სააკაშვილი დნეპროპეტროვსკის ყოფილ გუბერნატორს შეხვდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დნეპროპეტროვსკის ყოფილ გუბერნატორს ბიზნესმენ იგორ კოლომოისკის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „უკრაინასკაია პრავდა“ იგორ კოლომოისკისთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შეხვედრა 7 სექტემბერს ჟენევაში, სასტუმრო Four Seasons-ში შედგა, თუმცა შეხვედრის დეტალები უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილის მისამართით კრიტიკული განცხადებებითაა ცნობილი. თავად მიხეილ სააკაშვილი კი დნეპროპეტროვსკის ყოფილ გუბერნატორს კორუფციასა და ფულის გათეთრებაში სდებდა ბრალს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები