ქართული ვიკიპედიის ლოგო უკრაინის დროშის ფერებში შეიღებება

  ქართული ვიკიპედიის ლოგო ერთი კვირის მანძილზე უკრაინის დროშის ფერებში შეიღებება.
ამის შესახებ ქართული ვიკიპედიის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნულია.
“ქართული ვიკიპედია მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს, გმობს ყოველგვარ ძალადობას. იმედს ვიტოვებთ, ყველაფერი მშვიდობიანად გადაწყდება, უკრაინელთა ინტერესების გათვალისწინებით. ამავე დროს, ვიკიპედიის ქართულენოვანი განყოფილების ადმინისტრაცია და რედაქტორები მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინელ კოლეგებს და მიგვაჩნია, რომ რადას მიერ მიღებულ და უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ ხელმოწერილ კანონს 721 –VII, შეუძლიასერიოზული ზიანი მიაყენოს თავისუფალ და ღია ინტერნეტსივრცეს უკრაინაში, მათ შორის ვიკიპედიას“, – აცხადებენ ქართული ვიკიპედიის ადმინისტრაციაში

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები