ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენი ჩამოვარდა (ვიდეო)

ბორჯომის ხეობაში, წყლის რეზერვუარის ავსებისას, ერთ-ერთი ვერტმფრენი ჩამოვარდა. წყალში ჩავარდნილი ვერტმფრენი ქართულია.
არსებული ინფორმაციით, ვერტმფრენში ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა. ადგილზე სახანძრო და სამაშველო ბრიგადები, ექიმები და სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ექიმების ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრებს მხოლოდ გარე დაზიანებები აღენიშნებათ. ისინი საავადმყოფოში გადაჰყავთ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები